COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ ცოდნის კაფემ, USAID-ს პროგრამა ACCESS-ის მხარდაჭერით, წამოიწყო კამპანია "ანუგეშე - მარტოხელა ხანდაზმულების მხარდასაჭერად" და შედეგად, 20 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით 557 შემომწირველის დახმარებით, შეაგროვა 16520 ლარი. აღნიშნული თანხით ჩვენ 152 ხანდაზმულისთვის შევიძინეთ სასურსათო კალათა.

text37

2021 წელს, “ცოდნის კაფეს” გუნდმა, USAID-ს პროგრამა ACCESS და “საქართველოში ევროსაბჭოს ოფისი”-ს მხარდაჭერით, დაიწყო პროგრამა „ბუთქემფი“ მთელი საქართველოს მასშტაბით. "ცოდნის კაფეს" ასაშენებლი ონლაინ 'ბუთქემფი' შექმნილია ისეთი თინეიჯერებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნესი, მარკეტინგი და ადამიანის უფლებები. ასევე მათთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს საგანმანათლებლო სივრცის აშენებაში ("ცოდნის კაფეს" სახით რეგიონში). ბუთქემფში მონაწილეობის სურვილი 132-მა გუნდმა გამოთქვა, საიდანაც სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე შევარჩიეთ 56 გუნდი.
შერჩეული გუნდებმა პირველ ეტაპზე გაიარეს სასწავლო პროგრამა (სპიკერები: ნანა ბაგალიშვილი/ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი; ნინო ბიგვავა / FINCA ბანკის პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დოდი ხარხელი/ on.ge-ს კომპანიის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი; აკო ახალაია/ marketer.ge-ს დამფუძნებელი; ლადო აფხაზავა/მასწავლებელი; თამარ გურჩიანი/შესაძლებლობების განვითარების მენეჯერი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში, USAID-ის მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტში. რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი; ანა მარგველაშვილი / SOV LAB თანადამფუძნებელი).
მეორე ეტაპზე, ბუთქემფის პირველი ტურში/ჩელენჯში მონაწილეობისთვის, გუნდები წარმოადგენენ სტრატეგიას/გეგმას. ამისთვის მიიღებენ სასტარტო კაპიტალს 100 ლარის ოდენობით; პირველ ტურში გუნდების მიზანი იქნება, ბუთქემფის წინასწარ შეთანხმებული წესების საფუძველზე, გაზარდონ სასტარტო კაპიტალი სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით; მეორე ტურში გადასულ 15 გუნდს, ნახევარფინალის დავალების შესასრულებლად, 15 ქართული სტარტაპის დამფუძნებელი უმენტორებს.
გუდები, რომლებიც პირველ ტურში სასტარტო კაპიტალს მინიმუმ გაასამმაგებენ, გუნდის წევრების სახელები და გვარები, გუნდის სახელი და სკოლის სახელი დაეწერება “ცოდნის კაფეს” მაშენებლების კედლებზე; ნახევარ ფინალისტი და ფინალისტი გუნდები მიიღებენ სხვადასხვა პრიზებს; წარმატებული გუნდების საქმიანობის შესახებ მომზადდება ფოტო და ვიდეო სიუჟეტები როგორც “ცოდნის კაფეს” გვერდისთვის, ისე მისი პარტნიორი მედია საშუალებების მიერ;

I რაუნდის შედეგი:

II რაუნდის შედეგი:

საბოლოო რეიტინგი: