


კამპანია „დადე შენი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად“ რიგითმა მოქალაქეებმა დავიწყეთ. ეს ერთადერთი შემთხვევაა თანამედროვე საქართველოში, როცა მოქალაქეები თითო აგურით/საზოგადოებრივი დონაციით ვქმნით საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს რეგიონში.
ამ დრომდე 1,500-მდე თანამოქალაქემ – ადგილობრივმა მოსახლეობამ, მწერლებმა, პოეტებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა, მსახიობებმა თუ ლექტორებმა „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად ჯამში 79 000 ლარზე მეტი თანხა შესწირა. შესაბამისად, უკვე შევიძინეთ მიწა და ამ ეტაპზე ვაგროვებთ რესურსებს/აგურებს ცოდნის კაფეს კონსტრუქციის ასაშენებლად.
თუ ჩვენი წამოწყება თქვენთვის ახლობელია და ჩვენსავით ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთიანი ძალებით შესაძლებელია, თქვენც შემატეთ თქვენი აგური ჩვენს ცოდნის კაფეს და 2020 წლიდან თქვენს სახელსა და გვარს ცოდნის კაფეს კედლებზე იპოვით.



ნანა ბაგალიშვილი
ჩვენს პაწია ქალაქში ბავშვობიდან მინდოდა ყოფილიყო შეკრების, გაზიარების და უცნობ თანაქალაქელებთან შეხვედრის თანასწორი და უსაფრთხო ადგილი. ყველაზე ველურ ოცნებაში თუ წარმომედგინა ისეთი ოაზისი, როგორიც დღეს ცოდნის კაფეა.

ქეთი მოლაშვილი
ცოდნის კაფე რეგიონის, ადამიანების, სოფლის, ქალაქის, შენი ხალხის, განვითარების სიყვარულია. ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე შევქმენით იმისთვის, რომ შევცვალოთ პატარა ქალაქის მომავალი და ამ პატარა ქალაქში ცხოვრება ფერადი გავხადოთ.
