შობა ცოდნის კაფეში

იესოს დაბადების დღეს ცოდნის კაფეში სულმოუთქმელად ველოდით. ამიტომ, გეპატიჟებით გემრიელი, ჭკვიანი და კეთილი შობის მოსაწყობად 7 იანვარს, 15:00 საათზე

რა დაგხვდებათ ცოდნის კაფეში?
– შესაწირი ყუთი რომ ყველას შეგვეძლოს იესოს შობის დღეს ერთით მეტი სიკეთე ჩავიდინოთ და ერთი ხანდაზმული ცივ ზამთარში თბილად ვამყოფოთ. მოკლედ, შესაწირით ერთად ვყიდულობთ შეშას.

კიდევ რას დაგახვედრებთ?
– პატარებს ცხელ შოკოლადს და დიდებს – გლინტვეინს
– საშობაო ორცხობილებს და დამალულ საშობაო საჩუქრებს
– გასაფერადებლებს და ვიქტორინებს იესოს დაბადების შესახებ
– ფილმის ჩვენებას და სითბოს